ჟოზე მოურინიომ, ვინისიუსსა და მაყურებლების მხრიდან მის აქტიურ კრიტიკაზე ისაუბრა:
“პორტუგალიურ ენაზე არსებობს გამოთქმა, არ ვიცი ესპანურად როგორ ჟღერს – მხოლოდ ნაყოფიან ხეებს ესვრიან ქვებს. ვინი კი ნამდვილი ხეა, სწორედ ასეთი ხე – ნაყოფით სავსე. ამიტომაც ხვდება მას ამდენი კრიტიკა. ადამიანებს უბრალოდ შურთ მისი მიღწევების. გარდა ამისა, ფეხბურთზე ყველაზე ლაპარაკობს, მათ შორის დიდი ნაწილი ისეთი ადამიანების, რომლებიც მასში ოდნავადაც ვერ ერკვევიან.
თანაც გაითვალისწინეთ, რომ ვინისიუსი ჯერ საუკეთესო ფორმაშიც კი არაა. ჩვენ, მისი ტოპ ვერსიის ხილვა კიდევ წინ გველის. ის ვინი, რომელმაც ‘ბენფიკასთან’ შარშანდელი დაპირისპირება პირადად გადაწყვიტა, ის ვინი, რომლისაც მეტოქეებს ეშინიათ, ხოლო თანაგუნდელებს კი ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი ეიმედებათ. ეს ვინისიუსი სულ მალე დაბრუნდება.” განაცხადა მოურინიომ.










