Centered Image

პასუხი სკეპტიკოსებს

კრიშტიანუს სარეკორდო დუბლი და პორტუგალიის იოლი მოგება.

K ჯგუფის მეორე რაუნდის შეხვედრაში ერთმანეთს უზბეკეთის და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. კანავაროს გუნდმა, ზედიზედ მეორე მძიმე მარცხი იწვნია, ამჯერად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობის მქონე მეტოქისგან.

კრიშტიანუმ ანგარიში მეექვსე წუთზევე გახსნა, რასაც მენდეშის მიერ საჯარიმოდან გატანილი გოლი მოჰყვა.

39-ე წუთზე, ბრუნო ფერნანდეშმა მეტოქეების უხეში შეცდომით ისარგებლა, რონალდუს უზუსტესი გადაცემა გაუკეთა, კრიშტიანუმ კი თავის სტილში შეასრულა.

მეორე ტაიმში, უზბეკების უიღბლობას ნემატოვის ავტოგოლი დაემატა, ხოლო საბოლოო ანგარიში ცვლილებაზე გამოსულმა ლეაომ 87-ენ წუთზე დააფიქსირა – 5:0.

რონალდუს დუბლი სარეკორდო გამოდგა. მის ასაკში, მუნდიალებზე ერთ მატჩში ორი გოლი არავის გაუტანია.

ასევე, ლეგენდარულმა პორტუგალიელმა, ისტორიაში პირველმა მოახერხა ექვს სხვადასხვა მუნდიალზე გოლების გატანა.

შედეგად, წარუმატებელი პირველი წრის შემდეგ, მარტინესის გუნდმა ჯგუფური ეტაპის გადალახვისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. პორტუგალია, K ჯგუფს სათავეში 4 ქულით ჩაუდგა. კოლუმბიის ნაკრებს, ლიდერობის დაბრუნების შანსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, ჩვენი დროით დილის ექვსზე გასამართ მატჩში მიეცემა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading