ისტორიაში საუკეთესო კიდევ ერთ კომპონენტში.
J ჯგუფის მეორე რაუნდის შეხვედრაში, არგენტინის ნაკრებმა ავსტრია 2:0 დაამარცხა, მატჩი კი მესის მორიგი რეკორდით აღინიშნა.
38-ე და 95-ე წუთზე გატანილი ბურთებით, ლეოს, მუნდიალებზე გატანილი 18 გოლი დაუგროვდა, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. რეკორდი, რომელიც აქამდე მესისთან ერთად კლოზეს ეკუთვნოდა, უკვე ორი გოლით გაუმჯობესდა.
საინტერესოა, რომ ლეო, კლოზესთან ერთად კიდევ ერთ კომპონენტში იყო საუკეთესო. აქამდე, მუნდიალებზე, ორივეს 17-17 მოგება ჰქონდათ, დღეს კი “ინტერ მაიამის” მოთამაშე ამ მხრივაც ისტორიაში საუკეთესო გახდა.
გარდა ამისა, მესიმ, შეაგდო მსოფლიოს ჩემპიონატების ზედიზედ ექვს შეხვედრაში, რაც აქამდე მხოლოდ ჟიუსტ ფონტენს და ჟაირზიონიოს გაუკეთებიათ (1958 და 1970 წლებში შესაბამისად).
აღსანიშნავია, რომ მორიგ ფანტასტიკურ გამოსვლასთან ერთად, 38 წლის არგენტინელმა ანტირეკორდიც დაამყარა. მატჩის მეცხრე წუთზე გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის შედეგად, ის გახდა მუნდიალების ანტირეკორდსმენი სამი გაფუჭებული პენალტით (თერთმეტმეტრიანების სერიების გამოკლებით). წინა რეკორდი, ლეოსთან ერთად განელ ასამოა გიანს ეკუთვნოდა, რომელმაც ჩეხებს 2006-ში და ურუგვაის 2010 წელს ვერ გაუტანა. ავსტრიელების გარდა, მესიმ, თერთმეტმეტრიანების გამოყენება 2018 წლის მუნდიალზე ისლანდიასთან და 2022 წლის მსოფლიოს პირველობაზე პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ვერ მოახერხა.
ყველაფერთან ერთად, ლეო, მუნდიალების ისტორიაში საუკეთესოა საგოლე ქმედებებითაც (18+8).
ამ მოგებით, არგენტინის ნაკრებმა პლეი-ოფი გაინაღდა. გუნდის ხუთივე გოლი მიმდინარე ჩემპიონატზე ლეოს აქტივშია.
ამავე ჯგუფის მეორე წრის კიდევ ერთ შეხვედრაში, ერთმანეთს უქულოდ მყოფი იორდანიის და ალჟირის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.










