მძიმე შეხვედრა “მასპინძლებს” დარჩათ.
მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატის პირველი საპლეიოფო მატჩი ლოს ანჯელესში, SoFi Stadium-ზე გაიმართა, ერთმანეთს კი კანადის და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა მძიმედ წარიმართა, გუნდები კი მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენდნენ. xG-ს მაჩვენებლებმა, კანადელთათვის 1.32 შეადგინა, ხოლო აფრიკის კონტინენტის წარმომადგენლისთვის მოკრძალებული 0.13. კარში დარტმყებითაც უპირატეოსბა ჩრდილოამერიკელებისკენ იყო – შვიდი ერთის წინააღმდეგ.
მატჩის ბედი პორტუგალიური წარმოშობის კანადელმა ეუშტაკიომ გადაწყვიტა, რომლის შორეულმა დარტყმამ 92-ე წუთზე, მიზანს მიაღწია და კანადის ნაკრები, ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში გაიყვანა.
აღსანშავია, რომ სამხრეთ აფრიკელთა დამრიგებელი, უგო ბროსი, მუნდიალების პლეი-ოფების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი იყო. 74 წლის სპეციალისტმა, ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის რეკორდი მოხსნა, რომელმაც ურუგვაის ნაკრები, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში, 71 წლის ასაკში გაიყვანა.
რაც შეეხება კანადას, ჯესი მარჩის გუნდი, შემდეგი ეტაპის საგზურისთვის ნიდერლანდებისა და მაროკოს შეხვედრის გამარჯვებულთან იბრძოლებს.











