Centered Image

პორტუგალიამ მადრიდში ისტორიული გამარჯვება იზეიმა

8 წლიანი დომინაციის შემდეგ ბორჯღალოსნებმა ტიტული უხერხულ მეტოქეს გადააბარეს.

ესპანეთში გამართულ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დიდი სენსაცია დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრები, რომელსაც ეს ტურნირი 17-ჯერ აქვს მოგებული, ფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდა და ფავორიტის რანგში, სამწუხაროდ 17:19 დამარცხდა.

ჩვენმა ნაკრებმა პირველი ტაიმი ნორმალურად ჩატარდა და 12:3 იგებდა კიდეც. სპანდერაშვილმა ანგარიში 25-ე წუთზე გახსნა. ამას 36-ე წუთზე კაბრალის ზუსტი ჯარიმა მოჰყვა, თუმცა ბორჯღალოსნები ტაიმის მიწურულს მეტოქეს ძლიერად მიაწვნენ და 40+2 წუთზე ჯალაღონიამ ლელოც გაიტანა, რომელიც თედო აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა.

მე-2 ტაიმში პორტუგალიელებმა აშკარად გვაჯობეს. 49-ე და 60-ე წუთებზე პორტუგალიელთა ახალმა დამრტყმელმა, ვარეირომ ორივე ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში საკმაოდ სახიფათო, 12:9 გახდა. 67-ე წუთზე თამაშში სკამიდან ჩართულმა ბექა გორგაძემ ლელო გაიტანა და ისე ჩანდა, რომ მეტოქე გავტეხეთ, მაგრამ აბჟანდაძემ გარდასახვა ვერ გაიტანა და ანგარიში ისევ სახიფათო დისტანციაში, 17:9 შენარჩუნდა.

71-ე წუთზე ვარეირომ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა, რასაც 73-ე წუთზე პინტოს მიერ გატანილი გოლი და ვარეიროს ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. საქართველოს ნაკრებმა დარჩენილ 6 წუთში სხვაობის აღმოფხვრა და მატჩის მოგება სცადა, მაგრამ პორტუგალიამ თავი კარგად დაიცვა და არსებობის ისტორიაში მე-2 ტიტული მოიგო – თუმცა ამჯერად ბევრად ძვირფასი და ბევრად მაღალ დონეზე.

პორტუგალია ისტორიაში მეორედ გახდა ამ ტურნირის ჩემპიონი. მათ ეს 2004 წელს მოახერხეს.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ესპანეთმა რუმინეთს 29:23 მოუგო და საპრიზო ადგილი დაიკავა. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველო და რუმინეთი წლების განმავლობაში დომინირებდნენ, მაგრამ როგორც ვხედავთ, დრო შეიცვალა – ამჯერად იბერიელებმა იზეიმეს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading