Centered Image

პსჟ-მ მეკარის პოზიცია გააძლიერა

იაპონიის ნაკრების მეკარის შეძენა ნაწილობრივ მარკეტინგული პროექტიც არის.

პარიზ სენ-ჟერმენსა და პარმას შორის პრინციპული შეთანხმება შედგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა, პერსპექტიული იაპონელი მეკარე (რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე “ლურჯი სამურაების” ძირითადი კარის დარაჯი იყო), ზაიონ სუზუკი პარიზულ გრანდში ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი – ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, პარმა პარიზელთა წინადადებას დათანხმდა და იაპონელი კიპერის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს მიიღებს, თავად მეკარე კი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარიზ სენ-ჟერმენმა შესაძლოა სუზუკი 1-წლით იჯარით გაანათხოვროს, რათა მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს – იაპონელი მეკარე კლუბის მომავლის პროექტის წევრად განიხილება.

23 წლის ზაიონ სუზუკიმ პარმას მაისურით 57 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მსოფლიო ჩემპიონატზე კი იაპონიის საფეხბურთო ნაკრების კარს იცავდა და მუნდიალზე შეუცვლელად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ სუზუკი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის მესამე შენაძენი გახდება – პარიზელებმა აქამდე მაგნეს აკლიუში და ლუკა დინი უკვე გაიფორმეს, რამდენიმე ფეხბურთელი კი ინტერესთა სფეროშია და მატი ტრანსფერები ბოლომდეა მისაყვანი.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading