Centered Image

რასმა დაასრულა

18 წლიანი კარიერის შემდეგ “სამმაგი დუბლების” მანქანა უბეჭდოდ წავიდა.

NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო უკანახაზელმა, რასელ უესტბრუკმა მოთამაშის კარიერა უკვე ოფიციალურად დაასრულა. ამის შესახებ მოთამაშემ გარე-სამყაროს პირადად აცნობა და შემდეგში ინფორმაცია ლიგამაც დაადასტურა.

უესტბრუკი NBA-ს დრაფტზე 2008 წელს სიეტლ სუპერსონიქსმა აირჩია მე-4 პიკად და ამ გუნდის მიერ პირველ რაუნდში არჩეული უკანასკნელი მოთამაშე აღმოჩნდა. 2009 წლიდან გუნდი ოკლაჰომა-სიტიში გადავიდა და რასი ახალი ფრენჩაიზის ერთ-ერთ სახედ იქცა. კევინ დურანტთან, ჯეიმს ჰარდენთან და სერჟ იბაკასთან ერთად რასის ოკლაჰომა-სიტი ლიგის ერთ-ერთ უმძლავრეს ძალად იქცა და 2012 წელს NBA-ს ფინალში გავიდა კიდეც, მაგრამ იქ “დიდი სამეულის” მაიამი ჰიტთან დამარცხდა. რასისთვის სამწუხაროდ, ეს მის კარიერაში გუნდურ დონეზე ყველაზე დიდი მიღწევა აღმოჩნდა. შემდეგში მან ჰიუსტონ როკეტსის, ვაშინგტონ უიზარდსის, ლოს ანჯელეს ლეიკერსის, კლიპერსის , დენვერ ნაგეტსისა და საკრამენტო კინგსის რიგებშიც ითამაშა, მაგრამ ფინალამდე აღარ მიუღწევია.

რეალურად, მისი საუკეთესო წლები ოკლაჰომა-სიტი თანდერის ლეგენდად დარჩა, სადაც 2008-2019 წლებში ლიდერობდა და უდიდესი ალბათობით, მისი 0 ნომრიანი მაისური ამ გუნდში გაუქმდება.

სამაგიეროდ, ძალიან მდიდარია უესტბრუკის ინდივიდუალური ჯილდოები. მის ანგარიშზეა ლიგის ისტორიაში ყველაზე ბევრი, 209 სამმაგი დუბლი. მან 4-ჯერ დაასრულა რეგულარული სეზონი საშუალო სამმაგი დუბლით, 2017 წელს რეგულარულის MVP გახდა, 9-ჯერ ითამაშა NBA All-Star მატჩი, 2-ჯერ გახდა All-Star მატჩის MVP, 9-ჯერ მოხვდა All-NBA გუნდებში, 2-ჯერ იყო ლიგის ლიდერი ქულებში, 3-ჯერ კი ასისტებში. ყველაზე დიდ მიღწევად მაინც ის რჩება, რომ უესტბრუკი 2021 წელს NBA-ს 75 მოთამაშეს შორის აირჩიეს, როგორც სამმაგი დუბლების ყველა დროის რეკორდსმენი.

აშშ-ს ნაკრების რიგებში უესტბრუკმა 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაც. რასი 2016 წლის რიოს ოლიმპიადისთვის შექმნილ გუნდშიც მიიწვიეს, მაგრამ უარი თავად განაცხადა.

რასი ლეგენდად წავიდა. მართალია, ჩემპიონი ვერ გახდა, მაგრამ კალათბურთი ბევრ გულშემატკივარს შეაყვარა და ბევრისთვის ყველაზე საყვარელი მოთამაშეა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading