“ფორმის პიკში მისი დამარცხება შეუძლებელია” – ამას ამბობენ მერაბთან ბრძოლის წინ.
საბრძოლო ორგანიზაციის, “One FC”-ის ყოფილმა ჩემპიონმა, რუსმა ანატოლი მალიხინმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მოახლოებული ბრძოლის შესახებ ისაუბრა. ვეტერანი რუსი მებრძოლის მტკიცებით, ფავორიტი მისი თანამემამულეა, რადგან ფორმის პიკში მყოფს ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან მოგება შეუძლია:
“იანის დამარცხება შეუძლებელია, როდესაც ის იდეალურ ფორმაში იმყოფება. მეც კი არ შემიძლია მის წინააღმდეგ გამარჯვება. ნამდვილი ცხოველია და როცა პიოტრს არ აქვს ტრავმა, მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლია. დვალიშვილიც ცხოველია, მაგრამ მისი მოწინააღმდეგე ცხოველთა გამანადგურებელია.
“დაუნდობელი” მენტალურადაც მოწოდების სიმაღლეზეა. სულ სხვა პიროვნებაა, იმასთან შედარებით, რაც სამი წლის წინ იყო. ფორმის პიკშია და მერაბთან ჩხუბში აუცილებლად დაამტკიცებს რომ საუკეთესოა”, – განაცხადა მალიხინმა.
მერაბ დვალიშვილმა და პიოტრ იანმა ერთმანეთი თითოჯერ დაამარცხეს და UFC-ის სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მეტოქეებად რჩებიან. 24 ოქტომბერს დვალიშვილი ქამრის დაბრუნებასთან ერთად ტრილოგიაში თავისი უპირატესობის დამტკიცებას ეცდება და იმედია, შეძლებს კიდეც.
წარმატებები მერაბ დვალიშვილს!











