Centered Image

სენსაცია დადასტურდა – სუპერმენი ქართულ გუნდში გადმოდის

ჭორის გაჩენის შემდეგ რთულად დასაჯერებელი იმბავი რეალობა აღმოჩნდა – დუაიტ ჰოწარდი, კარიერას, საქართველოში განაგრძობს.

21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ბიგმენის შემდეგი გუნდი “Black Fortress” იქნება, რომელიც ახალი სეზონიდან უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს. ყველანაირი კითხვის ნიშნის მოსახსნელად, განცხადება, ლეგენდარულმა ცენტრმა ამის შესახებ თავად გააკეთა:

“ჯორჯია გზაში ვარ. არა, საუბარია არა ჩემს მშობლიურ ქალაქ ატლანტაზე და შტატ ჯორჯიაზე, არამედ საქართველოზე. აზიის შემდეგ, ჩემი შემდეგი გაჩერება თბილისში იქნება. ერთმანეთს ოქტომბერში შევხვდებით.” განაცხადა ჰოვარდმა.

2022 წელს, “ლეიკერსიდან” წამოსვლის შემდეგ, ჰოვარდის კარიერა მკვეთრად დაღმართში წავიდა. ლიგაში ადგილის ვერპოვნის ფონზე, ცენტრმა აზიას მიაშურა, სადაც მუდმივად 1-3 თვიან კონტრაქტებს აფორმებდა, იმის იმედად, რომ ოდესმე ნბა-ში დაბურნებას შეძლებდა. ამ მომენტისათვის, “მეჯიქის” ლეგენდის ქართულ კლუბთან კონტრაქტის დეტალებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. უცნობი რჩება როგორც ხელშეკრულების ხანგრძლივობა, ისე ცენტრის ხელფასიც.

შეგახსენებთ, ჰოვარდი 8-გზის ოლ-სტარი და პირველი სიმბოლური ნაკრების ხუთგზის წევრია. სამჯერ, საუკეთესო მცველად აღიარებული, ჰოვარდი ბოლო დეკადების განმავლობაში სამწამიანის ერთ-ერთ საუკეთესო დამცველად ითვლებოდა. 2020 წელს ნბა-ს ჩემპიონობის გარდა, მისი მთავარი მიღწევა “ორლანდოს” 2009 წელს ფინალში გაყვანაა. 2008-ში კი “სუპერმენმა” ბეიჯინის ოლიმპიადაც მოიგო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჰოვარდის უკანასკნელი გუნდი მონღოლეთის ლიგის წარმომადგენელი იყო.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading