Centered Image

სადებიუტო გოლი სერია ა-ში

კვერნაძემ პირადი ანგარიში უმაღლეს დონეზეც გახსნა.

გიორგი კვერნაძის ფროზინონე ვენეციას სახლში დაუხვდა და ძალიან დაძაბული, რთული მატჩი მივიღეთ. საბედნიეროდ, ქართველი ფორვარდის გუნდმა 3:2 გაიმარჯვა და განსაკუთრებით სასიამოვნო ის ფაქტია, რომ ამაში კვერნაძემ გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ფროზინონეს ძალიან წარმატებული პირველი ტაიმი ჰქონდა და ანტონიო რაიმონდოს დუბლით დიდ შესვენებაზე 2:0 უპირატესობით გავიდა, მაგრამ მე-2 ნახევარში საქმე ისე აღარ წაუვიდათ და 2 გოლი გაუშვეს – ჯერ 66-ე წუთზე ჯონ იებოამ გაიტანა, 74-ეზე კი რიჩი საგრადომ ანგარიში გაათანაბრა. დროის მოკლე მონაკვეთში გაშვებულმა ორმა გოლმა ფროზინონე შოკში ჩააგდო, მაგრამ ამ პრობლემიდან გიორგიმ გამოიყვანა.

ბოლო წუთებში კვერნაძე არც თუ ისე გამორჩეული მატჩის ფონზე ძალიან ფააქტიურდა და რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა. საბოლოოდ, 83-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შექმნილი გაუგებრობით ისარგებლა, რიკოშეტით წამოსულ ბურთზე ყველას დაასწრო და გაიტანა. ამით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და ფროზინონეს სეზონში მე-2 მოგება მოუტანა.

გიორგიმ მატჩი სრულად ჩაატარა, მშობლიურ, მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა და სოლიდური შეფასებაც, 7.2 დაიმსახურა.

წარმატებები გიორგი კვერნაძეს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading