Centered Image

ვარდი ბრიტანეთს დაუბრუნდა

1 წლიანი იტალიური ვოიაჟის შემდეგ ოდიოზურმა ინგლისელმა ბომბარდირმა სამშობლოს მიაშურა.

სახელგანთქმული ინგლისელი ფორვარდი, 39 წლის ჯეიმი ვარდი თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩემპიონშიპის ბინადარ ბარნლის შეუერთდა.

ვარდი გასულ სეზონში იტალიურ კრემონეზეში თამაშობდა და 29 მატჩში 7 გოლი გაიტანა და ამჯერად შეეცდება, რომ ბარნლი, რომელიც ჩემპიონშიპიდან გავარდნის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლება, ფსკერიდან ამოათრიოს – მსგავსი რამ მას არაერთხელ გაუკეთებია.

ჯეიმი ვარდი ფართო საფეხბურთო წრეებისთვის განსაკუთრებული პერსონა 2016 წლის შემდეგ გახდა, როცა ლესტერის რიგებში პრემიერ ლიგა მოიგო და ბომბარდირიც გახდა. ამას მოჰყვა რამდენიმე წარმატებული თამაში სანაკრებო დონეზე.

განსაკუთრებით მას ერთგულება დაუფასეს, როცა წარმატებული სეზონების შემდეგ ლესტერი ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, მაგრამ ვარდი გუნდში დარჩა და პრემიერ ლიგიდან გავარდნის შემდეგ გუნდს უკან დაბრუნებაში დაეხმარა.

საინტერესოა – ვარდის “ცეცხლი” ფეხბურთს ჭირდება!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading