Centered Image

სამეფო გუნდი ისევ მარტივად იგებს

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ACB ლიგის ფინალურ სერიაში მადრიდის რეალმა მეორე მატჩიც მარტივად მოიგო და ფინალში მოულოდნელად გასული მურსია ანგარიშით 79-63 დაამარცხა.

სამეფო კლუბი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა. მეორე ტაიმის სტარტზე მურსიამ გაიბრძოლა, მაგრამ რეალმა ბოლო მეოთხედში მეტოქეს გენერალური დარტყმა მიაყენა, პერიოდი ანგარიშით 22-11 მოიგო და საბოლოოდ მარტივი გამარჯვება გაიფორმა.

როგორც ხშირად ხდება, მადრიდელები გუნდურად თამაშობდნენ. საუკეთესო ვეტერანი რუდი ფერნანდესი იყო, რომელმაც 14 ქულა აცილებული სროლის გარეშე მოაგროვა და ბონუსად 6 მოხსნაც აიღო. კვლავ კარგი იყო ბოსნიელი ძანან მუსა, რომელმაც 13 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი შესძინა გუნდს.

სტუმართა რიგებში საუკეთესო დასტინ სლევა აღმოჩნდა, რომელმაც 13 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. 11 ქულითა და 4 მოხსნით გამოირჩა ლატვიელი როდიონს კურუცი.

ფინალური სერია მურსიაში გადაინაცვლებს და თუ სტუმრადაც მადრიდელები გაიმარჯვებენ, ესპანეთის ჩემპიონები 37-ედ გახდებიან. მესამე მატჩი 12 ივნისს, თბილისის დროით 22:30-ზე გაიმართება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading