ფიჯი ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა.
ზაფხულის ტესტების სერია ფიჯელებეთან გავხსენით, სამწუხაროდ წარუმატებლად.
შეხვედრა, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა, გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. მატკავას ჯარიმები გაჰქონდა, ფიჯელებს ლელოები.
პირველი ტაიმი ჩვენი სამი გატანილი ჯარიმით და კუნძულელების ორი გარდაუსახავი ლელოთი პლიუს მათი ერთი საჯარომითი დასრულდა – 13:9.

მიუხედავად მეორე ტაიმის თოთხმეტი მოთამაშით დაწყებისა (ივანიშვილის პირველი ტაიმის მიწურულს გასინბინების გამო), მეტოქეს თავიდანვე მივაწექით და ლელოსთან ახლოსაც ვიყავით, თუმცა არ გამოგვივიდა. იმედგაცურებულებმა კი 62-ე წუთზე კიდევ ერთი ლელო გავუშვით.
მატკავას საჯარიმოების გარდა, ფიჯელთა ტუისუეს გასინბინების შემდეგ, უმრავლესობაში დარჩენილებს, უკვე ლელოს დადების და მატჩის გადარჩენის რეალური შანსები გაგვიჩნდა, რაც საწმუხაროდ არ გამოგვივიდა, შედეგად კი 12:21 – მარცხი დადებული ლელოს გარეშე.
ზაფხულის ტესტების შემდგომ მატჩს, 13 ივლისს, იაპონიის წინააღმდეგ გავმართავთ. 20 ივლისს კი ავსტრალიის ნაკრებს შევერკინებით.











