უცნაურია და ანომალიური, რომ ოქროს ბურთის მთავარი მაძიებელი, ხვიჩა კვარაცხელია ამ 11 კაცში ვერ მოხვდა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის საუკეთესო თერთმეტეული ცნობილია. დაჯილდოებაზე სხვადასხვა ნომინაციებიც გათამაშდა, მთავარი პრიზი კი უსმან დემბელემ დაისაკუთრა, ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ასევე სეზონის საუკეთესო გოლის ტიტულიც დემბელემ წაიღო.
სეზონის საუკეთესო თერთმეტეულში ვერ მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია, როცა უნდა აღინიშნოს, რომ პარიზული კლუბიდან სიმბოლურ გუნდში 5 ფეხბურთელი ფიგურირებს, რაც ბუნებრივია, რომ გასაკვირი სულაც არ არის.
საფნრანგეთის ლიგა 1-ის 2025-26 წლების საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:
მეკარე: რობინ რისერი (ლანსი).
მცველები: ვილიან პაჩო (პსჟ), მალანგ სარი (ლანსი), ნუნუ მენდეში (პსჟ), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ).
ნახევარმცველები: ვიტინია (პსჟ), კორენტინ ტოლისო (ლიონი), მამადუ სანგარე (ლანსი).
შემტევები: მეისონ გრინვუდი (მარსელი), ფლორიან ტოვენი (ლანსი), უსმან დემბელე (პსჟ).
აღსანიშნავია ისიც, რომ საუკეთესო მწვრთნელად ლანსის მთავარი მწვრთნელი პიერ საჟი დასახელდა, სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად კი ასევე ხვიჩას თანაგუნდელი, დეზირე დუე.












