სამწუხაროდ, დიდიე დეშამს ნაკრების დატოვება მოუწევს.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია, სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ჯგუფის ბოლო ტურში, სადაც ‘მამლები’ ნორვეგიას დაუპირისპირდებიან, გუნდს სხვა მწვრთნელი ეყოლება.
სამწუხაროდ, დიდიე დეშამს დედა გარდაეცვალა, ამის გამო კი საფრანგეთის ნაკრებს დროებით მისი ასისტენტი, გაი სტეფანი უხელმძღვანელებს.

დიდიე დეშამი ნორვეგია-საფრანგეთის მატჩისწინა ვარჯიშებს ვერ გაუძღვება. იგი, ასევე, ვერ იქნება სათადარიგო სკამზე პარასკევს, როდესაც „მამლები“ I ჯგუფის ბოლო შეხვედრას გამართავენ. გუნდმა დეშამს მისცა უფლება, რომ დედის დაკრძალვას დაესწროს, მუნდიალს კი ამის შემდეგ, უკვე 1/16 ფინალში დაუბრუნდება.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ფილიპ დიალოსთან შეთანხმებით, რომელიც ამჟამად აშშ-ში, მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების ბაზაზე იმყოფება, დიდიე დეშამმა გუნდი თავის ასისტენტს, გაი სტეფანს მიანდო. სტეფანი მთავარი მწვრთნელის დაბრუნებამდე უხელმძღვანელებს შეკრებას.
დიდიე დეშამის 14-წლიანი ეპოქა საფრანგეთის ნაკრებში, სწორედ ამ მუნდიალის შემდეგ დასრულდება, როდესაც იგი გუნდს ოფიციალურად დატოვებს და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – ზინედინ ზიდანი გახდება.










