Centered Image

სერენა უილიამსი დიდ ჩოგბურთს უბრუნდება

44 წლის ლეგენდა სარეკორდო სლემს უმიზნებს.

ბალახის სეზონზე დაბრუნების წინასწარი ვარაუდი, თავად ამერიკელმა დაადასტურა:

“Queen’s Club-ი იდეალური ადგილია ძალების მოსასინჯად. ბალახის საფართან უამრავი ტკბილი მოგონება მაკავშირებს. კარიერის უმნიშვნელოვანესი მიღწევები სწორედ ამ ლოკაციასთანაა კავშირში. მოხარული ვიქნები, რომ სპორტის ამ სახეობის ერთ-ერთ უძველეს და უმნიშვნელოვანეს არენაზე დავუბრუნდები საყვარელ საქმაინობას.” განაცხადა 44 წლის ჩოგბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ საჩოგბურთო ღია ერაში, სერენა უილიამსი მოგებული სლემების რაოდენობით მეორე ადგილზეა. მის აქტივშია მოგებული 23 დიდი მუზარადი. ყველა დროის რეკორდის პატრონი მარგარეტ კორტია. ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა, 60-იან და 70-იან წლებში, 24 სლემის მოგება შეძლო.

კიდევ ერთი წინასწარი ვარაუდით, Queen’s Club-ზე, სერენა მხოლოდ წყვილთა თანრიგში იასპარეზებს. მისი პარტნიორი ახალგაზრდა კანადელი ჩოგბურთელი მბოკო უნდა იყოს. ხოლო უკვე “უიმბლდონზე”, მოსალოდნელია ლეგენდარული ჩოგბურთელის ერთეულთა თანრიგში ასპარეზობაც.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading