მოლაპარაკებებში თავად ალ-ჰელაიფი ჩაერთო.
იან დიომანდეს სატრანფერო საგა ახალ მიმართულებას იძენს.
დღისით, The Athletic-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოტ-დივუარელი ვინგერი, “ლივერპულში” ტრანსფერს პარიზის მიმართულებით გამგზავრებას ამჯობინებს, რადგან ოქროს ბურთისთვის და ტიტულებისთვის საბრძოლველად, უკეთეს გარემოს სწორედ “პსჟ-ში” ხედავს.
საღამოს კი ინფორმაცია დაადუსტურა “სკაი სპორტსმაც” და ისიც კი დაუმატა, რომ მოლაპარაკებები მხარეებს შორის უკვე დაწყებულია და უფრო მეტიც, საქმეში პარიზელთა ბოსი, ნასერ ალ-ჰელაიფიც ჩართულია.
ინსაიდერ ბენ ჯეიკობსის ცნობით, ალ-ჰელაიფი დიომანდეში გუნდის ერთ-ერთ სამომავლო ლიდერს და დასაყრდენს ხედავს, რომელსაც პოტენციურად, ოქროს ბურთისთვისაც შეუძლია ბრძოლა.
ინსაიდერის ინფორმაციით, “პსჟ”, “ლივერპულისგან” განსხვავებით, მზადაა “ლაიპციგის” ფინანსური მოთხოვნა დააკმაყოფილოს, რის გამოც, გერმანული გუნდისთვისაც უკეთესი ვარიანტი სწორედ ლუის ენრიკეს კოლექტივია. აქამდე, “ლივერპულის” მიერ შემოთავაზებულ 80+20 მილიონ ევროზე მოლაპარაკებების გარეშე ითქვა უარი.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ვინგერი, შეტევის მარცხენა ფლანგზე თამაშობს და პარიზში გადაბარგების შემთხვევაში, კვარაცხელიას პირდაპირი კონკურენტი იქნება.
დიომანდემ, ბუნდესლიგის გასული სეზონის 33 შეხვედრაში, 12 გოლი და 8 ასისტი დააგროვა.











