Centered Image

“სუპერმენი” მარცხით იწყებს

კრიპტონიტის როლში გორის “ივერიონი” გამოვიდა.

ლეგენდარული ცენტრის, დვაიტ ჰოვარდის ქართულ კალათბურთში დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა. სახელგანთქმულმა კალათბურთელმა, 17 ნათამაშებ წუთში 12 ქულა, 7 მოხსნა და 3 ბლოკშოტი მიითვალა, თუმცა მისი გუნდი ხუთი ქულით 70:75 დამარცხდა.

გორელების მხრიდან, თავი უგრეხელიძემ გამოიჩინა, რომელმაც თავისი 12 ქულიდან თითქმის ყველა უკანასკნელ წუთებში მოიპოვა და მეტოქის დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა.

რაც შეეხება ბლექ ფორტრესს, “სუპერმენზე” უკეთესი თამაში ჰქონდათ დეონდრე რედიკს – 16 ქულა, 12 მოხსნა და 5 ასისტი, ასევე კალატოზიშვილს, რომლის აქტივში 18 ქულა, 14 მოხსნა და მატჩის უმაღლესი მარგი ქმედების კოეფიციენტი (24) იყო.

სუპერლიგის შემდეგ მატჩში, დიდების დარბაზის მომავალი წევრის გუნდი თსუ-ს დაუპირისპირდება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading