Centered Image

ტენ ჰაგი: “კრიშტიანუმ გუნდს უღალატა და გეტყვით, თუ რატომ…”

ერიკ ტენ ჰაგმა, ოთხწლიანი დუმილი დაარღვია და რონალდუსთან არსებულ კონფლიქტზე დეტალურად ისაუბრა:

“დაწყებული იმ დღიდან, როდესაც კრიშტიანუსთან დაშორების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, დღემდე, უამრავი რამ მოვისმინე ამ სიტუაციაზე, სიმართლე კი მარტივია – მან გუნდს უღალატა, მეც მიღალატა, იმიტომ, რომ მისი იმედი მქონდა. მზად ვარ ვისაუბრო მიზეზებზეც.

პირველ რიგში, ტყუილია, რომ მისი გუნდშ ყოფნის წინააღმდეგი ვიყავი – კრიშტიანუს უდიდეს პატივს ვცემდი და ცხადია, რომ ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მასთან პორტუგალიაშიც ვიყავი ჩასული, რომ პოზიციაზე და გუნდში მის როლზე დეტალურად გვესაუბრა.

სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც წარმომედგინა. რონალდუ მოედანზე მძიმედ გადაადგლდებოდა, ხშირად კი უბრალოდ ვერ დარბოდა – ვერც ბურთით, ვერც უბურთოდ.

ის უარს ამბობდა საბაზისო ქმედებების შესრულებაზე, მაგალითად, როდესაც “ბრენტფორდთან” 0:4 გავნადგურდით, ჯარიმად გამოწერილი სამი წრიდან, რომელიც ყველამ გაირბინა, რონალდუმ ორის მერე გაჩერება და წასვლა ამჯობინა.

ასევე ტყუილია ის, რომ მისგან გაუთავებელ პრესინგს ვითხოვდი, რეალურად, ის ალბათ ერთადერთი იყო, ვისგანაც ამას არ ვითხოვდი, რადგან როდესაც სუპერვარსკვლავი გყავს, გუნდმა მასზე უნდა ითამაშოს, თუმცა, ამავდროულად, ვარსკვლავმაც უნდა ითამაშოს გუნდზე, ეს ორმხრივი მოძრაობაა. ჩვენს შემთხვევაში კი ასე ნამდვილად არ ხდებოდა.

ფაქტი ისაა, რომ რონალდუ, მატჩებისთვის თავს არ ამზადებდა, ტოვებდა ვარჯიშებს და შედეგად, მოედანზე სწორი პოზიციის დაკევებაც კი პრობლემად იქცა. მას ვეუბნებოდი: ,რონი, ბიჭებს შენზე მუშაობა სურთ, მიეცი ამის საშუალება”, მაგრამ რთულია იმუშავო ფორვარდზე, რომელიც საჯარიმოში ჩასვლასაც კი ვერ ასწრებს.

ამ ყველაფრის ფონზე კი რაციონალური და გუნდისთვის იმ მომენტში საუკეთესო, თუნდაც ასეთი არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება მომიწია.” განაცხადა ნიდერლანდელმა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading