Centered Image

ტენ ჰაგი მანჩესტერში რჩება

გუნდმა სენსაციური გადაწყვეტილება მიიღო.

„Athletics“ -ის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედი,“ ერაკ ტენ ჰაგს, კიდევ მინიმუმ ერთი სეზონით დაიტოვებს. სწორედ 2025 წელს ეწურება ნიდერლანდელ სპეციალისტს მოქმედი კონტრაქტი.

გასული სეზონი „წითელი ეშმაკებისთვის” ბოლო დროინდელ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი გამოდგა. გუნდმა პრემიერლიგაში მხოლოდ მე-8 პოზიცია დაიკავა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯგუფში ჩარჩა, თუმცა სეზონის გადარჩენა ასოციაციის თასის მოგებით და ფინალში აშკარა ფავორიტის და თანაქალაქელების, „მანჩესტერ სიტის“ დამარცხებით მოახერხეს.

გამოცემის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალმა ხელმძღვანელობამ რეტკლიფის და სერ დეივ ბრეილსფორდის თამადობით, ვერ მოახერხა ტენ ჰაგის ღირსეული შემცვლელის მოძებნა ბაზარზე არსებული სამწვრთნელო ვაკუუმის გამო. ექსპერტები გუნდში სერიოზულ საკადრო ცვლილებებს და ამ ზაფხულს შემადგენლობის მკვეთრ გადახალისებას ელიან.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading