Centered Image

ტიაგო მოტა ტურინში წავიდა

ბოლონიაში წარმატებული სეზონის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ბრაზილო-იტალიელი მწვრთნელი, ტიაგო მოტა გრანდში გადაბარგდა. მასიმილიანო ალეგრის შედეგებით უკმაყოფილო ხელმძღვანელობამ, იუვენტუსის ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული მწვრთნელი დაითხოვა და ახალი სეზონიდან ტურინულ გრანდს გასული წლის გამორჩეული სპეციალისტი ჩაიბარებს.

ტიაგო მოტა საფეხბურთო კარიერის დროს ბარსელონას, მადრიდის ატლეტიკოს, ჯენოასა და პე-ეს-ჟეს ღირსებას იცავდა, საუკეთესო პერიოდი კი მოურინიოს ინტერში გაატარა და ტრიპლეტის მომგები გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი იყო. სანაკრებო დონეზე მოტას ერთი მატჩი მშობლიურ ბრაზილიის ნაკრებშიც უთამაშია, თუმცა შემდეგ იტალიის ნაკრებისგან მიიღო მოწვევა და ,,სკუადრა აძურას” რიგებში 30 მატჩის ჩატარებაც მოასწრო.

სამწვრთნელო კარიერა მოტამ პარიზელთა ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, თითო-თითო სეზონი დაჰყო სპეციასა და ჯენოაში, უკანასკნელი ორი სეზონი კი პროვინციულ ბოლონიას ხელმძღვანელობდა. განსაკუთრებით წარმატებული 2023-2024 წლების სეზონი გამოდგა, სადაც ცხრილის ქვედა ეშელონებში მოხეტიალე ბოლონია მოტამ მეხუთე ადგილზე გაიყვანა და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მიიღო. მსგავსი შედეგის შემდეგ, უკვე ცხადი გახდა, რომ ახალგაზრდა და პერსპექტიულ მწვრთნელს ბოლონიაში აღარავინ დატოვებდა. მოტას გადაბირებაზე იტალიური გრანდები სეზონის მიმდინარეობისასაც მუშაობდნენ, მაგრამ ტიაგომ ბოლონიაში სეზონი ჩაამთავრდა და საბოლოოდ ტურინის იუვენტუსთან სამ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ფაქტია, იტალიის ყველაზე ტიტულოვან გუნდს კარგი დროება არ უდგას. მოტასთან ერთად კი იუვენტუსი ახალ ცხოვრებას იწყებს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading