ხვიჩას პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელში, “პსჟ-მ,” 55 მილიონი ევრო გადაიხადა.
დაადასტურეს ინფრომაცია როგორც ფაბრიციო რომანომ, ისე “ეკიპმაც”.
აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან პირველსავე დღეს დაიწყო და საბოლოო შეთანხმება, მხოლოდ ორთვენახევრის შემდეგ იქნა მიღწეული.
პარიზელებს, ბელგიელის შეძენა 40 მილიონ ევროდ სურდათ, ხოლო “აიაქსი”, ლიდერის გაყიდვას 70 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გეგმავდა, თუმცა ხანგრძლივმა მოლაპარაკებებმა და თავად ფეხბურთელის მხრიდან გამოთქმულმა წასვლის სურვილმა შედეგი გამოიღო.
ერედივიზიის გასულ სეზონში, 21 წლის შემტევის ანგარიშზე 17 გოლი ( არც ერთი პენალტიდან) და 13 ასისტი იყო.
გოტსის და აკლიუშის დამატების შემდეგ, “ეკიპი”, ბარკოლას პარიზში დარჩენის ალბათობას არცთუ მაღლა აფასებს.










