ბასილაშვილი მოგებების გზას დაუბრუნდა.
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ, ნიკამ, როგორც იქნა გამარჯვება მოიპოვა. ჩენდუს 250-იანის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში, ბასილაშვილმა მეტოქედ ველური ბარათის მქონე ლუ მიიღო. მასპინძელი, რეიტინგში მხოლოდ 1741-ეა, ანუ ნიკაზე დაახლოებით 1600 პოზიციით დაბლა.
მატჩიც შესაბამისი გამოვიდა – 59 წუთში, ქართველმა 6:2 6:0 იმარჯვა და კვალიფიკაციის ფინალის საგზურიც მოიპოვა.
მიუხედავად რეიტინგში სხვაობისა, ქართველს, ბოლოდროინდელი გამოსვლებიდან გამომდინარე გარანტირებული არაფერი ჰქონდა. ამ ოთხწაგებიანი სერიის დროს, ნიკა, მაგალითად ამერიკის ღია პირველობის საწყის საკვალიფიკაციო მატჩში, ურეიტინგო კორეელ ჰონთან დამარცხდა.
ჩენდუს ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო შეხვედრაში, ქართველი, ახალგაზრდა იტალიელ ჩინას დაუპირისპირდება. ეს მათი პირველი ურთიერთშეხვედრა იქნება.










