Centered Image

ურუგვაი დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს

კაბო ვერდე სასწაულებს სჩადის, ფარაონები კი დიდ განაცხადს აკეთებენ.

H ჯგუფში საინტერესო ვითარება შეიქმნა. მარსელო ბიელსას ენერგიული ურუგვაის ნაკრები ახალწვეულ კაბო ვერდეს დაუპირისპირდა. აფრიკელებმა წინა მატჩში ესპანელებთან 0:0 ითამაშეს და მსოფლიო გააგნეს, ურუგვაელებთან კი ახალი ისტორიები დაწერეს. დებიუტანტებმა 2 გზის მსოფლიო ჩემპიონებს ფანტასტიური ბრძოლა გაუმართეს და საბოლოოდ ფრე, 2:2 მიიღეს.

მიუხედავად ურუგავაელთა შემტევი, ენერგიული სტარტისა, ანგარიში კაბო ვერდელებმა გახსნეს. კევინ ლენინმა შორი მანძილიდან საოცარი ჯარიმა გაიტანა. მართალია, ურუგვაელთა 2 კაციანი ცოცხალი კედელი დაიშალა, მაგრამ დარტყმაც კარგი გამოვიდა – კაბო ვერდელთა ისტორიაში პირველი სამუნდიალო გოლი მართლაც ძალიან ლამაზი გამოდგა.

ბუნებრივია, ბიელსას შეგირდებს ზეწოლა და ბომბარდირება არ შეუწყვეტიათ და შედეგიც დროის მოკლე მონაკვეთში მიიღეს. ჯერ 44-ე წუთზე მარტინ არაუხომ გაათანაბრა, 45+6 წუთზე კი მისი თავური პასის შემდეგ უკვე მარჯვენა ფლანგელმა, აგუსტინ კანობიომ გაიტანა და შესვენებაზე ურუგვაი უპირატესობით გავიდა.

მეორე ტაიმი გუნდებმა ისევ აგრესიულად, ენერგიულად ჩაატარეს. 61-ე წუთისთვის მოედნის სიღრმეში 40 წლის მუსლერა უცნაურად აღმოჩნდა, ბურთს აცდა და მეტოქეს იდეალური შანსი მისცა. გათავისუფლებული კარით 24 წლის ჰელიო ვარელამ ისარგებლა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და ნაკრებში თავისთვის სადებიუტო გოლი გაიტანა.

მიუხედავად დიდი აქტივობისა, საბოლოოდ ფრე, 2:2 მივიღეთ. საოცარი დინამიკა, თავგანწირვა, ემოცია და ტემპი ახლდა ამ თამაშს. კაბო ვერდე ქებას იმსახურებს, რადგანაც სახელოვან მეტოქეს არაფერი დაუთმო და მიუხედავად სასარგებლო შედეგისა, მაინც მატჩის ბოლომდე მოგებაზე თამაშობდა.

G ჯგუფში სათავისოდ შემოატრიალა საქმე ეგვიპტის ნაკრებმა. მიუხედავად იმისა, რომ აფრიკელები ფინ სურმანის მიერ 15-ე წუთზე გატანილი გოლის შემდეგ მარცხდებოდნენ, ახალ ზელანდიელებს არ შეუშინდნენ და მე-2 ტაიმში თამაში დაუტრიალეს.

58-ე წუთზე ანგარიში მოსტაფა ზიკომ გაათანაბრა, 67-ე წუთზე უკვე მოჰამედ სალაჰმა შეაგდო იგივე ზიკოს ეფექტური დატოვების შემდეგ, 82-ე წუთზე კი უკვე სალაჰი აღმოჩნდა ასისტენტის როლში და ტრეზეგეს გაატანინა.

ამრიგად, ურუგვაის ნაკრებს 2 ქულა უგროვდება და ბოლო ტურში ესპანეთის ნაკრებთან წაგების უფლება არ ექნება, რათა პლეი-ოფში გასვლის იმედი ჰქონდეს, კაბო ვერდეს კი შეიძლება საუდის არაბეთთან ფრეც გამოადგეს. ეგვიპტელებს უკვე 4 ქულა აქვთ, ჯგუფში პირველ ადგილზე არიან და 95%-იანი ალბათობით შემდეგ ეტაპზე გავლენ.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading