Centered Image

ქართველი გოგოების სუპერსტარტი

მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალთა ბადეში, “უიმბლდონის” პირველი სათამაშო დღე ქართველებისთვის წარმატებული გამოდგა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის გუშინდელი ნაადრევი გამოთიშვის შემდეგ, ქართველი გულშემატკივრების იმედები მარიამ ბოლქვაძესა და ეკო გორგოძეს უკავშირდებოდა.

ამ უკანასკნელმა, თავისი მატჩი პირველმა ჩაატარა.

თავისზე 16 წლით უმცროს მეტოქესთან, გორგოძეს ორსეტიანი გამარჯვება გამოუვიდა – 6:2 7:6.

ვალდმანოვა, იუნიორულ ჩოგბურთში გასულ სეზონებში ტოპ 10-ში იდგა და ტურნირის სტარტამდე, ორასეულთან ეკოზე უფროს ახლოსაც იყო. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ჩეხმა, ქართველზე 19 ვინერზით მეტი შეასრულა და გაცილებით აქტიურიც იყო, თუმცა ეკოზე 25 უნებლიეთი მეტი დაუშვა, რაც არც ეპატია.

მსგავსი გამარჯვება იზეიმა ანგარიშის მიეხდვით მარიამ ბოლქვაძემაც. განსხვავება კი ის იყო, რომ ეკოსთან შედარებით, რომელიც რეიტინგში თავის მეტოქეს მხოლოდ 17 პოზიციით ჩამორჩებოდა, მარიამი, ავსტრიელ გრაბერთან შედარებით, 400-ზე მეტი ადგილით ქვემოთ იმყოფებოდა.

კვალიფიკაციაზე მეთორმეტე ნომრად განთესილ მეტოქესთან შედარებით, 28 წლის ქართველმა ერთი ბრეიკით მეტი შეასრულა და პირველ ჩაწოდებაზე მოგების გაცილებით მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა (71%, 55%-ის წინააღდეგ).

მატჩში გადამწყვეტი მეორე სეტის ტაი-ბრეიკი აღმოჩნდა, სადაც ბოლქვაძე მინიბრეიკით აგებდა, თუმცა დაბრუნება და მატჩის 6:4 7:6 მოგება შეძლო.

მეორე საკვალიფიკაციო წრეში მარიამის მეტოქე კინოშიტასა და ტომოვას მატჩში გაირკვევა, ხოლო ეკომ, მოწინააღმდეგის ვინაობა უკვე გაიგო, ეს გამოცდილი ფრანგი ჟანჟანია, რომელიც, ქართველზე, რეიტინგში თითქმის ასი პოზიციით მაღლა იმყოფება და საკვალიფიკაციო მატჩებში 23-ე განთესვითაც თამაშობს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading