ჩეხეთის ნაკრებისთის, უსიამოვნებები, მუნდიალიდან გამოვარდნით არ დასრულებულა.
A ჯგუფში უკანაკსნელი ადგილის დაკავების შემდეგ, ინფომრაცია წასვლის შესახებ, თავად 30 წლის ფორვარდმა გაავრცელა:
“წასვლაზე დიდი ხანია ვფიქრობ, ეს არ არის იმპულსური გადაყწვეტილება წარუმატებელი ტურნირის შემდეგ.
ეს საოცარი მოგზაურობა იყო, ემოციებით და უამრავი დასამახსოვრებელი მოვლენით სავსე, თუმცა დამშვიდობების დრო მოვიდა.
დიახ, ვამაყობ იმით, თუ რამდენს მივაღწიე ნაკრებთან ერთად, თუმცა არ მტოვებს შეგრძნება, რომ მეტიც იყო შესაძლებელი.
ჩვენ უნდა შევხედოთ სიმართლეს თვალებში და ვაღიაროთ, რომ ბევრი ისეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელმაც უბრალოდ არ იმუშავა და ვერც იმუშავებდა გრძელვადიან პერსპქეტივაში. ამას გაბრაზების გამო არ ვამბობ, არამედ იმიტომ, რომ ჩეხურ ფეხბურთზე გული შემტკივა.
ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის.” გაანცხადა შიკმა. ფორვარდმა, ჩეხეთის ნაკრებში ასპარეზობა 2016 წლიდან დაიწყო. ამ პერიოდში, მან გუნდის მაისური 56-ჯერ მოირგო. მის აქტივშია სანაკრებო ასპარეზზე გატანილი 26 გოლი.










