Centered Image

პირველად კარიერაში

მარიამ ბოლქვაძე “უიმბლდონის” ძირითად ბადეშია.

გრაბერის და კინოშიტას სეტის წაუგებლად დამარცხების შემდეგ, “უიბლდონის” მესამე და უკანაკსნელ საკვალიფიკაციო რაუნდში, ბოლქვაძეს დაპირისპირება ბელგიური ჩოგბურთის მთავარ იმედთან, ჟელინ ვანდრომთან ელოდა.

18 წლის ჩოგბურთელმა, მარიამთან მატჩამდე, ქართველისგან განსხვავებით მძიმედ მოაღწია და თითო-თითო სეტი ორივე წრეში დათმო.

მატჩის პირველი ნახევარი ბოლქვაძის უპირატესობით წარიმართა. საწყის პარტიაში, ქართველმა ერთი ბრეიკი შეასრულა და სეტი მოგებმადე უპრობლემოდ მიიყვანა, მეორეს დასაწყისში კი ისევ წაართვა ახალგაზრდა ბელგიელს ჩაწოდება.

6:4 4:2-ზე, ქართველს, სერიოზული ჩავარდნა დაემართა. 28 წლის ჩოგბურთელმა, ზედიზედ ოთხი გეიმი და მასთან ერთად სეტიც დათმო.

გადამწყვეტი პარტიის წინ, ბოლქვაძემ ხანგრძლივი პაუზა აიღო და წაგებული გეიმების სერია მეტოქის პირველსავე ჩაწოდებაზე შეწყვიტა. გოგოებმა, დისაიდერის სტარტზე ბრეიკები გაცვალეს, მაგრამ სათამაშო უპირატესობა ისევ ქართველისკენ გადაიხარა. ვანდრომის ყველა ჩაწოდებაზე, მარიამს ბრეიკპოინტები ჰქონდა, ხოლო 3:3-ზე, როგორც იქნა ბრეიკიც შესრულდა.

მეორე სეტისგან განსხვავებით, დისაიდერში, ქართველმა ბრეიკიანი უპირატესობა აღარ გაფლანგა, მატჩი მოგებამდე – 6:4 4:6 6:3 მიიყვანა და კარიერაში ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაც დააფიქსირა.

ბოლქვაძე, კარიერაში პირველად გავიდა “სამეფო სლემის” ძირითად ბადეში. აქამდე, მისი საუკეთესო შედეგი მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში სამჯერ ყოფნა იყო.

გარდა ამისა, მსოფლიოს 539 ჩოგანი, 2019 წლის შემდეგ პირველად და კარიერაში სულ მეორეჯერ გავიდა სლემების ძირითად ბადეში. 7 წლის წინ, ამერიკის ღია პირველობაზე, ბოლქვაძემ კვალიფიკაციის გავლის შემდეგ, ძირითადი ბადის პირველი წრეც დასძლია და ბერნარდა პერა გამოთიშა ასპარეზობას.

“უიმბლდონის” ძირითადი ბადის პირველ წრეში, ქართველის მეტოქე ჯერ-ჯერობით უცნობია.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading