ბასილაშვილი მერვედფინალშია.
რომის მასტერსის გასულ წრეში, ამერიკული ჩოგბურთის ლიდერის, ბენ შელტონის დამარცხების შემდეგ, ნიკას კიდევ ერთ ძლიერ ამერიკელთან, ბრენდონ ნაკაშიმასთან მოუწია დაპირისპირება.
მატჩი თანაბრად დაიწყო და პირველმა სეტმა ბრეიკპოინტების გარეშე ჩაიარა, გამარჯვებული კი ტაი-ბრეიკზე გამოვლინდა, სადაც ქართველი უკეთესი იყო 7:5
მეორე სეტში, ბრეიკები მალევე გაიცვალა, ხოლო გადამწყვეტი გეიმი ბრენდონის ჩაწოდებაზე, 4:5-ზე შედგა, როდესაც ბასილაშვილმა ბრეიკი შეასრულა და შეხვედრა ორ სეტში 7:6 (5) 6:4 წამოიღო.
ნიკოლოზისთვის, ეს ნაკაშიმასთან მოპოვებული მეორე გამარჯვება იყო ორ შეხვედრაში. მსოფლიოს 32-ე ჩოგანი, ნიკამ შარშან, ბორდოს ჩელენჯერზე დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მასტერსის მერვედფინალში, ბასილაშვილი 2021 წლის შემდეგ პირველად გავიდა. ეს სწორედ ის მასტერსი იყო ინდიან უელსში, როდესაც ქართველმა ფინალამდე მიაღწია და კარიერის ყველაზე დასანანი მარცხი, კამერონ ნორისთან იწვნია.
მეოთხედფინალის საგზურისთვის, ნიკოლოზი, ანდრეი რუბლიოვს დაუპირისპირდება. საკმაოდ ტიტულოვან რუსთან ურთიერთშეხვედრებში, ქართველი 3:4-ს აგებს.











