Centered Image

წიტაიშვილი ლა ლიგაში

საქართველოს ნაკრების ფლანგელი ძალებს ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მოსინჯავს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი წიტაიშვილი კარიერას ესპანურ რაიო ვალეკანოში გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა და გიომ მადრიდულ კლუბთან 3 წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა.

გიორგის მიმდინარე ზაფხულში დინამო კიევთან კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი იყო, საიჯარო ხელშეკრულებებით გრანადასა და მეცში ჩატარებული ძალიან კარგი სეზონების შემდეგ კი მსურველები არ აკლდა. ყველაზე მეტად მისი ყოფილი კლუბი, მეცი აქტიურობდა, მაგრამ სრულიად ლოგიკურია, რომ გიომ საფრანგეთის ლიგა 2-ში თამაშს ესპანეთის ლა ლიგაში თამაში არჩია.

რაიო ვალეკანო ბოლო 6 სეზონის განმავლობაში ლა ლიგაში ასპარეზობს და ნელ-ნელა პროგრესირებს. გასული 2 სეზონის განმავლობაში გუნდმა მე-8 პოზიცია დაიკავა და წელსაც ეცდება, რომ ევროზონაში მოხვედრისთვის იბრძოლოს.

წარმატებები გიორგი წიტაიშვილს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading