სასიხარულოა, როცა გუნდს ლოს ანჯელეს ლეიკერსის წევრი ემატება.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების სერბმა მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა აგვისტოში დაგეგმილი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
სერბი სპეციალისტის გადაწყვეტილებით შეკრებაზე 15 მოთამაშე გამოცხადდება, საბოლოო განაცხადში კი 12 მათგანი მოხვდება.
ალექსანდარ ჯიკიჩის მიერ დასახელებული კალათბურთელები შემდეგია:
მარკის რიდი, რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, დუდა სანაძე, გიორგი კობახიძე, კახაბერ ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, ალექსანდრე მამუკელაშვილი, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი ტურძილაძე, ვილი ისიანი, გოგა ბითაძე.
გასულ ფანჯარასთან შედარებით, მთავარი სიახლე გუნდში სანდრო მამუკელაშვილის დაბრუნებაა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში უკვე ლოს ანჯელეს ლეიკერსის კალათბურთელის რანგში გამოცხადდება.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლს 28 აგვისტოს თბილისში მონტენეგროსთან მატჩით განაახლებს, 31 აგვისტოს კი სტუმრად პორტუგალიასთან ითამაშებს, თუმცა, მანამდე ამხანაგური მატჩები იქნება: ლიბანთან დახურული მატჩი იქნება 19 აგვისტოს, 23 აგვისტოს კი ისრაელთან გამართულ მატჩზე გულშემატკივრებს დასწრების საშუალება ექნებათ.
წარმატებები საქართველოს საკალათბურთო ნაკრები!











