“ლივერპულის” ყოფილმა ფორვარდმა, კარიერის დასურლების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება:
“ბავშვობის ოცნებები ავისრულე. ვითამაშე უმაღლეს დონეზე და უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში მოვახერხე გოლების გატანა. ბევრს ამის საშუალება არ მისცემია.
მინდა მადლობა ვუთხრა ღმერთს, ჩემს გულშემატკივრებს და ოჯახს, რომლებიც ყოველთვის, ყველანაირი პრობლემისას გვერდში მედგნენ.
ასევე მინდა მადლობა ვუთრა ჩემს ქვეყანას, ბელგიას და კენიას, რომლის ფესვებიც არასოდეს დამვიწყებია.
მისია შესრულებულია, დროა ცხოვრების ახალი ფურცელი გადავშალო.” განაცხადა ბელგიელმა ოფიციალურ გამოსამშვიდობებელ წერილში.
ორიგი, “ლივერპულის”, “მილანის”, “ნოტინგემ ფორესტის” და არაერთი სხვა კლუბის ყოფილი ფეხბურთელია, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი მისთვის 2019 წელი გამოდგა, როდესაც მან ჯერ ნახევარფინალში (ბარსასთან, ტრენტის ცნობილი კუთხურის შემდეგ), მერე კი ფინალში, “ტოტენჰემის” წინააღმდეგ გაიტანა გოლები.
2022 წლიდან, ბეგლიელი “მილანში” ასპარეზობდა, თუმცა ამ პერიოდში გამომუშავებული 7 მილიონი ევროს ფონზე, გუნდის რიგებში ორადორი გოლით გამოიჩინა თავი, უკანასკნელ 2.5 წელიწადში “როსონერის” რიგებში, მაღალი ხელფასის მიუხედავად, ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია.











