ჩარლზმა ამჯერად უკვე მედია-კარიერის დასრულება დაგვიანონსა.
ლეგენდარულმა კალათბურთელმა და ამჟამად ერთ-ერთმა ყველაზე ოდიოზურმა ანალიტიკოსმა, ჩარლზ ბარკლიმ დაგვიანონსა, რომ კარიერას ასრულებს:
“მე და ერნი კარიერას ვასრულებთ და ეს ჩვენი ბოლო წელი იქნება ტელევიზიაში. არ ვიცი, ამ ერთი წლის განმავლობაში ერნი გადაიფიქრებს თუ არა, მაგრამ მე ნამდვილად ვიცი, რომ 2027 წლიდან ამ საქმიანობას ჩამოვშორდები” – განუცხადა ბარკლიმ ავტორიტეტულ ინსაიდერს, ბილ სიმონსს.
ჩარლზ ბარკლი, კენი სმიტი და შაკილ ო’ნილი გამოცდილ ჟურნალისტ, ერნ ჯონსონთან ერთად 2011-2012 წლების სეზონიდან NBA-ს სამყაროში ყველაზე ხმაურიან, ქარიზმატულ და ყურებად შოუს უძღვებოდნენ, რომელმაც ლიგას კიდევ უფრო მეტი ინტერესი და მაყურებელი მოუტანა. სამწუხაროდ, ბარკლის ჟურნალისტური კარიერაც ხანმოკლე აღმოჩნდა, ერნ ჯონსონი კი ამ პოზიციაზე 1989 წლიდან მოღვაწეობდა.
ვნახოთ რა იქნება – შეიძლება სხვა ოთხეული ვიხილოთ, მაგრამ ფაქტი ერთია – შაკისა და ბარკლის დუეტის შეცვლა თითქმის წარმოუდგენელი ჩანს.










