გამოცდილი ავსტრიელი კარიერას ისევ მაღალ დონეზე აგრძელებს.
უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ ავსტრიელი მცველი, დავიდ ალაბა კარიერას იტალიურ უდინეზეში გააგრძელებს! 34 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც უდინეზესთან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.
მას შემდეგ, რაც ალაბამ რეალ მადრიდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, ფეხბურთელს არაერთ კლუბს უკავშირებდნენ. განიხილებოდა კარიერის საუდის არაბეთსა და MLS-ში გაგრძელებაც, თუმცა, ყველას უდინეზემ აჯობა და ტრანსფერიც დახურა. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ალაბას სურვილი, რომ მოთამაშის კარიერა ისევ ტოპ ჩემპიონატში გაეგრძელებინა და არა სხვა კონტინენტზე.
მხარეებს შორის 1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება. ავსტრიელი ფეხბურთელი ახალ გუნდთან ვარჯიშს უახლოეს დღეებში შეუდგება და სანაკრებო პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება.










