Centered Image

ვირჯილი ნაკრებში რჩება

როგორც ჩანს, ხავისთან კონსულტაციის შემდეგ კაპიტანი ისევ საქმეში იქნება.

ლივერპულის ნიდერლანდელმა მცველმა, ვირჯილ ვან დაიკმა დაადასტურა, რომ ნიდერლანდების ნაკრებში, კარიერას გააგრძელებს. 35 წლის ფეხბურთელმა, ეს გადაწყვეტილება ახალ მთავარ მწვრთნელთან, ხავისთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო. ლივერპულის კაპიტანი, წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე იმედგამაცრუებელი გამოსვლის შემდეგ, სანაკრებო კარიერის დასრულებას განიხილავდა.

მას შემდეგ რაც, მაროკოსთან მოულოდნელი მარცხის შემდეგ, რონალდ კუმანმა თანამდებობა დატოვა, ცენტრალურ მცველს, სანაკრებო მომავალზე გადაწყვეტილების მიღება მოუწია. თუმცა, სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ნიდერლანდების მთავარ მწვრთნელად, ხავი დაინიშნა. მათ შორის გამართულმა, ძალიან მნიშვნელოვანმა საუბარმა, ვან დაიკი დაარწმუნა, რომ ეროვნული ნაკრების მაისური კიდევ ატაროს.

ვან დაიკმა აღიარა, რომ ნაკრებში კარიერის გასაგრძელებლად, დარწმუნება სჭირდებოდა. თუმცა ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ ხავისთან საუბრის დასრულებისთანავე, მას შემდეგ, რაც თანამშრომლობის საკითხები გაირკვა, ის, ესპანელ სპეციალისტს, მალევე დათანხმდა:

ცხადია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ხავისგან ნდობა ვიგრძენი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო .ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. მოუთმენლად ველოდები გუნდთან ერთად თამაშს” – აღნიშნა ვირჯილ ვან დაიკმა.

ხავის, ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში, პირველი რთული შეხვედრა ელოდება. ხვალინდელ მატჩში, ნიდერლანდების ნაკრების მეტოქე, არც მეტი და არც ნაკლები, გერმანია იქნება, რომლის მთავარი მწვრთნელიც, იურგენ კლოპი, ხავის მსგავსად, ეროვნულ ნაკრებთან ერთად, თავის პირველ, ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading