Centered Image

კრიშტიანუ ისევ სანაკრებო დონეზე

ლეგენდას სჯერა, რომ თავისი ქვეყნისთვის სარგებლის მოტანა ისევ შეუძლია.

ერთა ლიგის მატჩების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ის პრესკონფერენციას ახალ მთავარ მწვრთნელთან, ჟორჟე ჟესუსთან ერთად დაესწრო.

,,ბედნიერი ვარ. ეს ახალი ტურნირია და დაწყებას მოუთმენლად ველი. 15 დღეში ოთხი მატჩი გვაქვს და ვიცით, რომ ძალიან დამღლელი პერიოდი იქნება. თითოეული ფეხბურთელი დაგვჭირდება. ახლა ორი მისია მაქვს: ერთა ლიგის მოგება და კარიერაში 1000 გოლის გატანა.

სათამაშოდ სრულიად მზად ვარ. თუ მწვრთნელს სურს, რომ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დავიწყო, ამისთვისაც მზად ვარ. თუნდაც საერთოდ არ ვითამაშო, პრობლემა არ იქნება. საუბარია გუნდის როტაციაზე და ეს მწვრთნელის პასუხისმგებლობაა.

ვარ თუ არა ფორმაში? თუ ალ-ნასრის მატჩებს უყურებთ, გეცოდინებათ, რომ ვარ. თუმცა ერთი რამ ფაქტია – ამ ოთხივე მატჩში 90 წუთს ვერ ვითამაშებ.

1000 გოლი? მინდა, რომ მივაღწიო და მივაღწევ კიდეც… მაგრამ არის თუ არა ეს მანიაკალური სურვილი? არა, რადგან როცა რაღაც მანიად იქცევა, საქმე ისე აღარ მიდის, როგორც ჩვენ გვინდა.

თუ პორტუგალიას აღარ ვჭირდები, დღესვე შემიძლია წასვლა. ამის გამო პრობლემას არ შევქმნი. როდესაც ნაკრებში ჩემი იმედი აღარ ექნებათ, პირველი მე ვიქნები, ვინც ამაზე მათთან ისაუბრებს. პორტუგალიელი ხალხი ამყარებს ჩემზე იმედებს. სწორედ ამიტომ ვაგრძელებ ეროვნულ ნაკრებში თამაშს” – თანდაჯერებულად განაცხადა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა.

სექტემბერსა და ოქტომბერში პორტუგალიის ნაკრები ერთა ლიგის ოთხ მატჩს გამართავს: ორჯერ ნორვეგიას შეხვდება (27 სექტემბერსა და 4 ოქტომბერს), უმასპინძლებს უელსს (24 სექტემბერს) და ესტუმრება დანიას (1 ოქტომბერს).

პორტუგალიელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟორჟე ჟეზუშმა განაცხადა, რომ უელსთან გასამართ საშიანო მატჩში რონალდუ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

ლეგენდა არ ისვენებს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading