მომგებიანია, როცა ერთი კომპანია ევროპის ტოპ ჩემპიონატში რამდენიმე კლუბს ფლობს – ასე ტრანსფერები ბევრად უფრო მარტივი ხდება.
რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ვალენტინ ბარკო სტრასბურგიდან კარიერას ლონდონის ჩელსიში გააგრძელებს, რომელსაც უკვე ახალი, ბევრად უფრო ავტორიტეტული დამრიგებელი ეყოლება! მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია, გარიგების საბოლოო დეტალები კი მიმდინარე თვის ბოლომდე მოგვარდება.
იმის შესახებ, რომ ჩელსი ვალენტინ ბარკოს ტრანსფერზე მუშაობდა, მიმდინარე წლის დასაწყისში გახდა ცნობილი. არგენტინელი ფეხბურთელის დამატება ლიამ როსენიორმა მოითხოვა და მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელი სპეციალისტი ჩელსის მთავარი მწვრთნელი აღარ არის, ლონდონური კლუბი 21 წლის მოთამაშის ტრანსფერს მაინც დახურავს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სტრასბურგსაც ის კომპანია ფლობს, რომელსაც ჩელსის მფლობელი, ტოდ ბოელი მეთაურობს, მივხვდებით, რომ საქმე ბევრად უფრო მარტივი ხდება.

ვალენტინ ბარკო სტრასბურგის ღირსებას 2025 წლიდან იცავდა, რა პერიოდშიც არგენტინელმა უნივერსალმა ფეხბურთელმა 58 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემაც მიითვალა. გავლენიან ფრანგულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ვალენტინ ბარკო ჩელსისთან 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.











