კანადამ, პარტეის, ვიზაზე უარი უთხრა.
The Athletic-ის ინფრომაციით, კანადის ხელისუფლებამ, ტომას პარტეი ქვეყანაში არ შეუშვა.
მიზეზად სახელდება ის გამოძიება, რომლის ქვეშაც ამ მომენტისთვის იმყოფება საყრდენი ნახევარმცველი. მას ბრალად გაუპატიურება ედება. ბრალდება ეხება პარტეის “არსენალში” ასპარეზობის პერიოდს, თავად განელმა კი თავისი დანაშაული მკაცრად უარყო, საქმის მოგების შემდეგ კი ბრალმდებლის ციხეში გამოკეტვითაც დაუმუქრა.
განცხადება ამის თაობაზე გააკეთა განის საფეხბურთო ფედერაციამაც:
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდართან დაკავშირებით. ადამიანის ბრალი არ არის დამტკიცებული, მას კი უკვე დამნაშავესავით ექცევიან. სად არის სანაქებო უდანაშაულობის პრეზუმპცია?” ნათქვამია ოფიციალურ წერილში.
The Athletic-ის იფნრომაციით, “ვილიარეალის” მოთამაშე, აუცილებლად გამოტოვებს განელთა პირველ მატჩს პანამელების წინააღმდეგ, რომელიც 18 ივნის ტორონტოში გაიმართება. დანარჩენ შეხვედრებში საყრდენის მონაწილეობა ჯერ-ჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან თავად პარტეიც და განის საფეხბურთო ფედერაციაც ვიზის მოპოვებას ჯერ კიდევ გეგმავენ.
ტომასის საქმეზე პირველი მოსმენა 14 მაისს გაიამრთა, თუმცა საბოლოო ვერდიქტის გამოტანა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.










