Centered Image

ბასილაშვილი “უიმბლდონს” გამოეთიშა

მარცხი პირველსავე საკვალიფიკაციო რაუნდში.

“სამეფო სლემის” პირველ საკვალიფიკაციო წრეში, ნიკას მეტოქე ვეტერანი შვედი ელიას იმერი იყო.

მატჩი მძიმედ წარიმართა, ორსაათნახევარს გაგრძელდა და გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკზე, ნიკას მარცხით დასრულდა.

პირველი სეტი ქართველმა დამაჯერებელი, ორბრეიკიანი უპირატესობით მოიგო, თუმცა მატჩის სურათი მთლიანად მეორე პარტიიდან შეიცვალა.

ინიციატივის გადაბარების და მეორე სეტის მოგების შემდეგ, იმერმა მესამეც ბრეიკით დაიწყო, თუმცა ბასილაშვილმა, უკუბრეიკის შესრულება მოახერხა და დისაიდერი ტაი-ბრეიკამდეც მიიყვანა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. საბოლოოდ, 6:2 3:6 6:7 (8:10) ვიქტორია მსოფლიოს 185-ე ჩოგანს.

ნიკას, შეხვედრაში, მეტოქეზე შვიდი ვინერზით მეტი და ბრეიკპოინტების რეალიზაციის უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა, თუმცა გადამწყვეტი ქულების მოგება ვერ მოხეხრდა, შედეგად სეზონის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტუნრირის მამაკაცთა ბადე, საქართველოს წარმომადგენლის გარეშე რჩება.

ხვალ, პირველ საკვალიფიკაციო რაუნდს ითამაშებენ ქართული ქალთა ჩოგბურთის ლიდერებიც. გორგოძის მეტოქე ჩეხი ვალდმანოვა იქნება, ხოლო ბოლქვაძე, ავსტრიელ გრაბერს დაუპირისპირდება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading