Centered Image

“უიმბლდონის” 2023 წლის ჩემპიონს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

უზარმაზარი სასჯელი საეჭვო ვითარებაში.

2023 წლის “უიმბლდონის” ჩემპიონი, ასევე “როლან გაროსის” ფინალისტი და ოლიმპიური თამაშების მედალოსანი, სერიოზულ შარში გაეხვა.

WADA-ს ვერდიქტით, ჩეხ მოთამაშეს ოთხწლიანი დისკვალიფიკაციის გავლა ევალება. შემთხევა 2025 წლის სამ დეკემბერს მოხდა, როდესაც ვონდროუშოვამ, სასტუმროს ოთახში დოპინგ-ოფიცრის შეშვება იუარა, რაც ავტომატურად გამოტოვებულ დოპინგ-ტესტად ითვლება, რაც თავის მხრივ, აკრძალული ნივთიერებების მიღების ტოლფას ქმედებას უდრის.

სასამართლოში, მარკეტამ, ქმედება იმით ახსნა, რომ სტრესის ქვეშ იმყოფებოდა და არ იყო დარწუნებული, რომ ღამის საათებში მას ნამდვილად დოპინგ-ოფიცერი მიადგა და არა რომელიმე გულშემატკივარი ან სტალკერი.

WADA-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ ოფიცერმა ჩოგბურთელს ვინაობა წარუდგინა, რის შემდეგაც მისი ოთახში არშეშვება რეგლამენტის პირდაპირი დარღვევა იყო.

აღსანშნავია, რომ წლების წინ, მსგავსი სიტუაცია გადახდა თავს სერენას, რომელმაც ასევე უარი თქვა დოპინგ-ოფიცრის სასტუმროს ოთახში შეშვებაზე, თუმცა ამერიკელმა, მაშინ პოლიციაში დარეკა, რაც მის გასამართლებლად საკმარის ქმედებად ჩაითვალა.

შეგახსენებთ, უკანასკნელ სეზონებში, საჩოგბურთო ელიტაში რამდენიმე დოპონგ სკანდალი მოხდა. იანიკ სინერმა, ორი ტესტის ჩაგდების შედეგად, მხოლოდ სამთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, ხოლო იმ მომენტისთვის ქალთა ჩოგბურთის ლიდერმა და პირველმა ჩოგანმა, იგა შვიონტეკმა, სულ რაღაც სამკვირიანი.

ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო რუმინული ჩოგბურთის ლეგენდამ, ჰალეპმაც, მაგრამ თითქმის სამწლიანი სასასამრთლო პროცესის შემდეგ, სიმონა, უდანაშაულოდ სცნეს, რის შემდეგაც, ჰალეპს, კარიერის დასრულება მოუწია.

26 წლის ჩეხი, სარჩელის გასაჩვრებას გეგმავს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading