Centered Image

ბრაზილიელთა გაფართოებული სია – ანჩელოტიმ შერჩევა დაიწყო

გულშემატკვირების გასახარად იტალიელი მწვრთნელის სიაში 41 წლის ლეგენდარული მცველი და ნეიმარიც არიან.

ბრაზილიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ფიფაში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გაფართოებული 55-კაციანი სია გადააგზავნა და როგორც ადგილობრივი მედია წერს, განაცხადში ნეიმარიც იმყოფება.

სანტოსის 34 წლის ვარსკვლავს ეროვნულ გუნდში 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია და ისე სჩანდა, რომ მუნდილიასთვის კარლო ანჩელოტის გეგმებში არ შედიოდა, თუმცა, იტალიელი სპეციალისტი მისთვის შანსის მიცემას მაინც აპირებს.

საინტერესოა, რომ ანჩელოტის სიაში მოხვდა პორტუგალიური პორტოს 41 წლის ვეტერანი მცველი ტიაგო სილვაც, რომელიც ბრაზილიის ნაკრებში 2022 წლის შემდეგ არ გამოჩენილა.

ტიაგო ანჩელოტის ხელძღვანელობით ჯერ კიდევ 2012 წელს პსჟ-ში თამაშობდა და მას მერე მწვრთნელთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. იმის გათვალისწინებით, რომ ტრავმირებული ედერ მილიტაოს მსოფლიოს პირველობაზე თამაში საეჭვოა, სილვას მუნდიალზე წასვლა არც ისე წარმოუდგენელი სჩანს.

ტურნირის რეგლამენტის თანახმად, ფიფა გაფართოებული განაცხადების აფიშირებას არ ახდენს. ბრაზილიის ნაკრების საბოლოო სია, რომელშიც 26 ფეხბურთელი მოხვდება, 18 მაისს გახდება ცნობილი.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading