Centered Image

NBA Playoffs: ნიქსმა გაისეირნა, სპურსი კი გაჭედილია

ფილას ბოსტონის სასწაულით გამოგდების შემდეგ ძალები ამოეწურა, სპურსის ახალგაზრდა ლიდერს კი ნერვებმა უმტყუნა.

NBA-ის საპლეიოფო ეტაპის 1/4 ფინალში კიდევ ორი მატჩი გაიმართა, სადაც მაყურებელმა ფილადელფია სიქსერსი vs ნიუ იორკ ნიქსის და მინესოტა ტიმბერვულვზი vs სან ანტონიო სპურსის დაპირისპირებები იხილა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ნიუ იორკ ნიქსმა ფილადელფია სიქსერსი მეოთხე მატჩშიც ძალიან მარტივად, 144:114 დაამარცხა და სერია ანგარიშით 4-0 დახურა.

Xfinity Mobile Arena-ზე გამართული მატჩი კვლავ სტუმარი გუნდის სრული დომინაციით წარიმართა, რაც მატჩის ბოლოს ტაბლოზეც კარგად აისახა. შევხედრის MVP მაილს მაკბრაიდი გახდა, ნიქსის სკამის მოთამაშე, რომლის ანგარიშზეც 25 ქულა და 4 მოხსნა იყო.

ფილადელფიამ იქამდე ბოსტონ სელტიკსს სერია 3-1-იდან დაუტრიალა და სასწაული ჩაიდინა, თუმცა შემდეგ ვეღარაფერი გააწყო. ნიქსს შედარებით დიდი წინააღმდეგობა მე-2 მატჩში შეხვდა, როცა 6 ქულით მოიგო, სერიის 4-იდან 2 მატჩში კი საერთოდ 30+ ქულიანი სხვაობაც დააფიქსირა.

ნიუ იორკ ნიქსის მომდევნო მეტოქე დეტროიტ პისტონსი-კლივლენდ კავალიერსის წყვილში გაირკვევა, სადაც ამ მომენტისთვის დაძაბულობაა. პისტონსმა საშინაო არენაზე ორივე მატჩი მოიგო, თუმცა გასვლაზე დამარცხდა და მე-4 შეხვედრა ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს.

კიდევ ერთი მატჩი დასავლეთ კონფერენციაში, მინესოტაში გაიმართა, სადაც ადგილობრივი ტიმბერვულვზი სან ანტონიო სპურსს დაუხვდა, 114:109 მოიგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა, რომელიც საბოლოო ჯამში . პარკეტზე საუკეთესო ენტონი ედვარდსი იყო, რომელმაც 36 ქულა ჩააგდო, 6 მოხსნა შეასრულა და 2 პასითაც გამოიჩინა თავი.

სპურსის ლიდერმა, ვიქტორ ვემბანიამამ მატჩის მე-2 პერიოდში მინესოტას ცენტრ-ფორვარდს, ნაზ რიდს იდაყვი სახეში ძალიან უხეშად, გამიზნულად დაარტყა და თამაშიდან გააძევეს. ამან სპურსზე აშკარად უარყოფითი გავლენა იქონია და სერიის გათანაბრებას ხელი აშკარად შეუწყო.

ამ წყვილში გამარჯვებული უდიდესი ალბათობით მოქმედ ჩემპიონს, ოკლაჰომა-სიტი თანდერს დაუპირისპირდება, რომელიც დონჩიჩის დანაკლისის მქონე ლეიკერსს სერიას უმტკივნეულოდ, 3-0 უგებს. მიმდინარე სეზონშიც შაი გილჯეს-ალექსანდერის ოკლაჰომა-სიტი თანდერი უმთავრესი ფავორიტია.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading