ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურები დაიწყო. მასპინძელი გერმანიის ნაკრები უნგრეთის საკმაოდ სიმპატიურ გუნდს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, ანგარიშით 2-0 გაიმარჯვა.
მიუხედავად იმისა, რომ უნგრელებს გოლის გატანის შანსი 14-ე წამზე ჰქონდათ და მომენტებს ქმნიდნენ, ჩანდა, რომ გერმანელები გოლს ამზადებდნენ. 22-ე წუთზე, მასპინძელთა მასირებული შეტევისას უნგრელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ბურთი ილქაი გიუნდოგანმა იპოვა, მუსიალას დაუგორა და ჯამალმა, პირველი ტურის მსგავსად, ზუსტად დაარტყა.
ამის შემდეგ გერმანიამ ტემპის კონტროლი დაიწყო, ბურთი დაიჭირა. უნგრელებიც შიგადაშიგ უტევდნენ, მაგრამ თავისი სიტყვა ერთი-ორჯერ ნოიერმაც თქვა. 62-ე წუთზე მუსიალამ შეტევაში ხშირად მყოფ მარცხენა მცველს, მიტტელშტადს ბურთი ფლანგზე კარგად გაუყოლა, ამ უკანასკნელმაც თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან გიუნდოგანს დაუგორა და კაპიტანმაც მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გერმანიის ნაკრები დამაჯერებელია და პირველი გუნდი ხდება, რომელიც ჯგუფიდან ოფიციალურად გავიდა. უნგრელებისთვის კი, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი კარგად ვერ მიმდინარეობს, მაგრამ ახალგაზრდული ნაკრებისთვის საჭირო გამოცდილებას აგროვებს, რომლის გამოყენებასაც შემდეგი ტურნირებისთვის ეცდება.











