Centered Image

გორგოძე გამოვარდა, ბოლქვაძე შემდეგ წრეშია

“უიმბლდონის” ქალთა კვალიფიკაციის მეორე წრე, ქართველებისთვის, შერეული წარმატებით წარიმართა.

პირველმა, თავისი შეხვედრა ეკო გორგოძემ ჩაატარა. 18 წლის ვალდმანოვას დამარცხების შემდეგ, ეკატერინეს მეტოქე ბევრად გამოცდილი ფრანგი ჟანჟანი იყო.

შეხვედრა მსოფლიოს 133-ე ჩოგნის სრული უპირატესობით წარიმართა და ჟანჟანის იოლი გამარჯვებით – 6:3 6:2 დასრულდა. ფრანგმა, ეკოს, აჯობა ვინერზებში, დაუშვა ნაკლები უნებლიე, შეასრულა მეტი ეისი და მეტოქე ოთხჯერაც დააბრიეკა, ეკოს ერთადერთი ბრეიკის საპირწონედ.

სამაგიეროდ, მესამე საკვალიფიკაციო წრეში გავიდა მარიამ ბოლქვაძე.

მსოფლიოს 539-ე ჩოგანი კინოშიტას დაუპირისპირდა და ისევე როგორც გამოცდილ ავსტრიელ გრაბერთან, ახალგაზრდა იაპონელთანაც სეტის წაუგებლად – 6:3 6:2 იმარჯვა.

საათსა და 16 წუთში დასრულებულ მატჩში, ქართველ ჩოგბურთელს მეტოქეზე 6-ით მეტი ვინრეზი და რვით ნაკლები უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

“უიმბლდონის” ძირითად ბადეში გასასვლელად, 28 წლის მარიამი 18 წლის ჟელინ ვანდრომს დაუპირისპირდება. ბელგიელმა, თავისი ორივე შეხვედრა, ბოლქვაძისგან განსხვავებით, გადამწყვეტ სეტებში მოიგო. ვანდრომი, ქართველზე თითქმის 400 პოზიციით მაღლა დგას რეიტინგში.

აღსანიშნავია, რომ ინგლისში გატარებული წლების მიუხედავად, ბოლქვაძე, “უიმბლდონის” მეორე საკვალიფიკაციო რაუნდს კარიერაში პირველად გასცდა. ერთადერთი შემთხვევა კი როდესაც მარიამმა დიდი სლემის ძირითად ბადეში გაღწევა მოახერხა და იქ მატჩიც მოიგო (ბერნარდა პერასთან) 2019 წლის US Open-ზე დაფიქსირდა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading