Centered Image

მუნდიალი 2026: სამ ჯგუფში ყველაფერი გაირკვა

მექსიკის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი, ჯგუფური ეტაპი იდეალურად ჩაატარა.

მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფი დასრულდა. ჯგუფიდან პირდაპირ გავიდნენ შვეიცარია და კანადა. ბოლო ტურის მატჩები საკმაოდ საინტერესო გამოდგა.

ბრაზილიელებმა დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს, მე-2 ადგილზე კი როგორც მოსალოდნელი იყო, მაროკოს ნაკრები გავიდა.

შვეიცარია კანადას დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა. გოლები ვარგასმა და შვეიცარიელთა უმთავრესმა ტალანტმა, მანზამბიმ გაიტანეს, კანადელთა მხრიდან კი 76-ე წუთზე სხვაობა პრომის დევიდმა შეამცირა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა. კანადის ნაკრებს პოტენციური მეტოქე მალევე გამოუჩნდა – მოულოდნელად, A ჯგუფში მე-2 ადგილი სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა დაიკავა და კანადელთა მეტოქე 1/16 ფინალში სწორედ ისინი იქნებიან.

ბოსნიის ნაკრებმა თავისი მისია შეასრულა და ყატარის ნაკრები საკმაოდ დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა, მაგრამ მეორე ადგილზე მაინც ვერ გავიდა. მიუხედავად ამისა, ბოსნიელებს 4 ქულა აქვთ და უდიდესი ალბათობით, ჯგუფიდან საუკეთესო მესამე ადგილოსნის სტატუსით გავლენ.

გულშემატკივრებმა A ჯგუფშიც საინტერესო დაპირისპირებები იხილეს, სადაც მექსიკამ და სამხრეთ აფრიკამ მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ მექსიკას პლეი-ოფის საგზური უკვე განაღდებული ჰქონდა, ტურნირის ერთ-ერთმა მასპინძელმა კიდევ ერთი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა და ჩეხეთი უშანსოდ, ანგარიშით 3-0 დაამარცხა. გოლები მე-2 ტაიმში მატეო ჩავეს გარსიამ, ხულიან კინიონესმა და ალვარო ფიდალგომ გაიტანეს. სასიხარულო იყო ასევე ფაქტი, რომ გულშემატკივრებმა მექსიკელთა ლეგენდარული კარის დარაჯი კიდევ ერთხელ იხილეს საქმეში – მთავარმა მწვრთნელმა 78-ე წუთზე თამაშში გილერმო ოჩოა ჩართო და მატჩი კაპიტნის სამკლაურით ჩაამთავრა.

მეორე მატჩში კი დიდი სენსაცია დაფიქსირდა — მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად სამხრეთ კორეა მიიჩნეოდა, სამხრეთ აფრიკამ ისტორია დაწერა და არსებობის ისტორიაში პირველად შეძლო მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დაძლევა.

გულშემატკივრებმა დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა იხილეს, რომლის ბედი თაპელო მასეკოს მიერ 63-ე წუთზე გატანილმა ისტორიულმა გოლმა გადაწყვიტა. საბოლოო ჯამში, სამხრეთ აფრიკამ მინიმალური ანგარიშით იმარჯვა და დამსახურებულად მოიპოვა მომდევნო ეტაპის საგზური, სამხრეთ კორეის ნაკრებმა კი ჯგუფური ეტაპი მე-3 ადგილზე 3 ქულითა და -1 ბურთების ბალანსით დაამთავრა. ჩეხეთის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა და მუნდიალი უსახელოდ ჩაამთავრა.

გასული გუნდები მომავალ მეტოქეებს ელოდებიან, სამრეთ აფრიკელები კი როგორც ზემოთ მოგახსენეთ, 1/16 ფინალში კანადელებს დაუპირისპირდებიან.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading