ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა კაპო-ვერდესთან ნათამაშები უსახური ფრის შემდეგ ჯავრი საუდელებზე იყარა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის H ჯგფუში მე-2 ტურის მატჩში გამართა ესპანეთის ნაკრებმა. პირველ ტურში ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა აუტსაიდერ კაპო ვერდესთან ფრედ, 0:0 ითამაშა და არც თამაშით დაუტოვებია განსაკუთრებული შთაბეჭდილება. ამჯერად, მწვრთნელმა სწორი დასკვნები გამოიტანა და იდეაში უფრო ძლიერი საუდის არაბეთის ნაკრები 4:0 გაანადგურა.

ცვლილებები აშკარად სწორი იყო. ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო ლამინ იამალმა. მარჯვენა მცველის პოზიციაზე მარკოს ლორენტე პედრო პოროთი ჩანაცვლდა, ფორვარდის უკან კი დანი ოლმო ვიხილეთ. ასეთი მოთამაშეების გამოჩენამ ესპანეთის დალაგებულ თამაშს სიმწვავეც შესძინა და შედეგი ძალიან მალე მოიტანა.
ესპანელებმა საქმე პირველივე ტაიმში მოაგვარეს. მე-10 წუთზე მიკელ ოიარზაბალის ფილიგრანული პასის შემდეგ ანგარიში იამალმა გახსნა და თავისთვის სადებიუტო გოლებზე გაიტანა მუნდიალებზე, 21-ე და 24-ე წუთებზე კი ვეტერანმა ბასკმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა და მატჩში ინტრიგაც მოკლა. მე-2 ტაიმის სტარტზევე კუკურელიას დარტყმული მეკარემ მოიგერია, თანაგუნდელს მოარტყა და ავტო-გოლიც მივიღეთ. უიღბლო ამჯერად საუდის არაბეთის ცენტრალური მცველი, ჰასან ტამბაქტი აღმოჩნდა.

საბოლოოდ დამაჯერებელი 4:0 მივიღეთ. პლიუს ამას, უამრავი მომენტი და ფერან ტორესის გაუქმებული გოლიც ვნახეთ. ესპანეთის ნაკრებმა ამ მატჩში რეალურად გამოაჩინა, თუ რატომ არის ერთ-ერთი გამორჩეული ფავორიტი. მითუმეტეს, როცა ნიკო უილიამსი და ლამინ იამალი ტურნირის უფრო გვიანდელ ფაზაში კარგ ფორმაში შევლენ “ფურია როხა” კიდევ უფრო საშიში გუნდი გახდება.











