პრემიერ ლიგის (და შესაძლოა მთლიანად საფეხბურთო უიკენდის) ტურის ცენტრალურმა მატჩმა, მაყურებლებს, იმედი არ გაუცრუა.
“ემირეითსზე”, ერთმანეთს ორი ქულებდაუკარგავი გუნდი შეხვდა. ალონსოს ხელში გადასხვაფერებული “ჩელსი” მოქმედ ჩემპიონს ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში, 1:2 დამარცხდა.
ანგარიში მეორე წუთზე სწირედ “არისტოკრატებმა” გახსნეს. ახალწვეულმა, მორგან როჯერსმა, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის მესამე შეხვედრაში მესამე შედეგიანი ქმედება მიითვალა. სულ მალე, “არსენალმა” ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა კალაფიორის გოლი ოფსაიდის გამო გაუქმდა.
“მეთოფეებმა” უპირატესობა გოლად მაინც მალევე გარდასახეს. 24-ე წუთზე, დეკლან რაისის ხეირიანი ქმედებით კაი ჰავერცმა ისარგებლა და ბოლო დროს ფორმაში შესულმა, ამჯერადაც მომენტი არ გააფუჭა.
საბოლოო ანგარიში კი მეორე ტაიმის სტარტზე, მარტინ ოდეგორმა დააფიქსირა, რომელმაც ცოლისის მორიგი შედეგიანი პასი შუქფარზე ასახა.

აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც საკა და ჰავერცი, ნორვეგიელიც საოცარ ფორმაში ხვდება სეზონის სტარტს. ოდეგორმა, ყველა ტურნირის ოთხ შეხვედრაში, უკვე მესამეჯერ მოახერხა მეტოქე გუნდის კარების დაალშქვრა.
დარჩენილ დროში, თავისი მომენტები “არისტოკრატებმა” ვერ გამოიყენეს, მათ შორის პალმერმაც, რომელმაც 63-ე წუთზე, კომფორტული პოზიციიდან რაიას ვერ აჯობა.
შედეგად, “ჩელსიმ”, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ქულები პირველად დაკარგა, ხოლო “არსენალი”, სამში სამი მოგებით, “სიტისთან” ერთად, ცხრილს, სათავეში უდგას.










