Centered Image

საფრანგეთის პროკურატურამ, ალ-ჰელაიფიზე საქმე აღძრა

“პსჟ-ს” მფლობელს, სამსოხურეობრივი მოვალეობების გადაჭარბებაში ადანაშაულებენ.

L’Équipe-ის ინფრომაციით, 2024 წლის ლიგა ერთის გათამაშების დაწყების წინ, ალ-ჰელაიფი სცდილობდა ჩემპიონატის ჩვენების უფლებები beIN Media Group-ს მოეპოვებინა, რისი მტკიცებულებებიც, გამოცემის აზრით პროკურატურამ ბოლო-ბოლო მოაგროვა. საქმე კი ისაა, რომ ბიზნესმენი, ხსენებული მედიაჯგუფის აღმასრულებელი დირექტორიცაა, შესაბამისად, სახეზე ინტერესთა კონფლიქტი გვაქვს.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ლიგა ერთმა beIN-ს ტურში მხოლოდ ერთი მატჩის ჩვენების უფლება მიჰყიდა, ხოლო დანარჩენ შეხვედრებს DAZN ტრანსლირებდა, თუმცა მალევე, ამ უკანასკნელთან კონტრაქტი გაწყვეტილ იქნა და ჰოსტბროუდკასტერობის ექსკლუზივი beIN Sports-მა მიიღო. ინტერესთა კონფლიქტის გარდა, “პსჟ-ს” ბოსს, ტელეუფლებების მისთვის სასურველი მედიასაშუალებისთვის მიყიდვისას მთელი რიგი პროცედურების დარღვევა ედება ბრალად.

გამოცემის აზრით, სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ძალიან ხანგრძლივი გამოდგება და შესაძლოა, რამდენიმე წლითაც გაიწელოს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading