Centered Image

თორნიკეს ,,ვირტუსი” დამარცხდა – ,,ოლიმპია” ჩემპიონია

გუშინ ღამით, იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის, ,,Lega A”-ს ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა გაიმართა და ანგარიშიდან გამომდინარე, დასკვნითი აღმოჩნდა.

ფინალში ერთმანეთს ბოლონიას ,,ვირტუსი” და მილანის ,,ოლიმპია” დაუპირისპირდნენ. ბოლონიაში ერთი შეხვედრა ,,ოლიმპიამ”, მეორე კი – ,,ვირტუსმა” მოიგო, თორნიკე შენგელია კი ორივე მატჩში საუკეთესო იყო. მილანში გუნდები საყაიმო ანგარიშით ჩავიდნენ, მასპინძლებმა კი ორივე მატჩი სათავისო ანგარიშით დაასრულეს.

სერიის მესამე მატჩი ,,მილანმა” მძიმე ბრძოლაში, 81-78 მოიგო. საუკეთესო ნიკოლა მიროტიჩი იყო 21 ქულით (7/11), თორნიკემ კი 11 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

დასკვნითი შეხვედრა 13 ივნისს, 22:30 საათზე შედგა. ქართველი გულშემატკვირისთვის სამწუხაროდ, მასპინძელმა გამარჯვება მოახერხა. ნიკოლა მიროტიჩმა ორმაგი დუბლი შეასრულა. 30 ქულა (6/11, 16/18 საჯარიმო) და 12 მოხსნა ფინალურ შეხვედრაში შთამბეჭდავი მაჩვენებლებია. სამწუხაროდ, შენგელიას მხოლოდ 4 ქულა, 3 მოხსნა და 2 ასისტი ჰქონდა. ბოლონიელთა მხრიდან საუკეთესო აიზეა კორდინიე იყო, რომელმაც 21 ქულა (9/16), 5 მოხსნა და 4 პასი გააკეთა. საბოლოოდ, ,,მილანმა” 85-73 გაიმარჯვა და იტალიის ჩემპიონი არსებობის ისტორიაში 31-ედ გახდა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading