“ლივერპულის” პირველი წინადადება, გერმანიაში, უენთუზიაზმოდ იქნა აღქმული.
იან დიომანდეს სატრანსფერო საგა კულმინაციას აღწევს. “ლაიპციგსა” და “მერსისაიდელებს” შორის მოლაპარაკებების მორიგი ფაზა გერმანელების მორიგი უარით დასრულდა. თანხა, რომელმაც “ლაიპციგი” ვერ დააკმაყოფილა 80+20 მილიონი ევრო იყო.
ინსაიდერ ბენ ჯეიკობსის ინფრომაციით, “ლივერპული” კიდევ ერთ, საბოლოო შეთავაზებას გაგზავნის და მორიგი უარის შემთხვევაში ალტერნატიულ ვარიანტზე გადაერთვება.
ასეთად, მამარდაშვილის გუდნში ოთხი კანდიდატურა განიხილება. მათ შორის ყველაზე ვარსკვლავური ხვიჩას თანაგუნდელი ბრედლი ბარკოლაა. სხვა ოპციები კი არიან იანკუბა მინტე “ბრაიტონიდან”, საიდ ელ მალა “კიოლნიდან” და მატიას ფერნანდეს პარდო “ლილიდან”.
ასევე აღინიშნება, რომ ყოველი მათგანი, დიომანდეზე უფრო ბიუჯეტურ ვარიანტად ითვლება.
სპილოს ძვლის კუნძულის 19 წლის წარმომადგენელმა, ბუნდესლიგის გასული სეზონის 33 შეხვედრაში, 12 გოლი და 8 ასისტი დააგროვა.











