Centered Image

ინგლისმა ფრე ,,გაწურა”

20 ივნისის მეორე მატჩში ერთმანეთს გასული ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტები, დანიისა და ინგლისის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სანახაობრივი გამოვიდა, მაგრამ ინგლისის ნაკრების ბანაკში, ფაქტია საქმე ისე არ მიდის, როგორც მომთხოვნი გულშემატკივარი ისურვებდა.

ბრიტანელებმა აქტიურად დაიწყეს. მომენტი ჯერ ფოდენს ჰქონდა, მაგრამ ცოტათი აუცდა. აქტიურობამ შედეგი მე-18 წუთზე მოიტანა. მარცხენა ფლანგზე ტრავმით მოთამაშე ვიქტორ კრისტიანსენს ჩამოეძინა, ვოლკერმა ბურთი საჯარიმოს კუთხეში მიიღო, ბრმად ჩააწოდა და კარის წინ მყოფ ჰარი კეინს ანგარიშის გახსნა აღარ გასჭირვებია.

გოლის გატანა და ინგლისის ნაკრების მოდუნება ერთი იყო. დანიის ნაკრები სასწაულად ათამაშდა და მეტოქე თავის საჯარიმოსთან გამოკეტა. ასე მეტოქის ნახევარზე ბურთის გათამაშებაში ატარებდნენ დროს დანიელები, როცა 34-ე წუთზე მორტენ ჰიულმანდმა ,დაახლოებით 30 მეტრიდან, სასწაულად გაისროლა. პიკფორდს შანსი ნამდვილად არ ჰქონდა – დარტყმა უძლიერესი იყო და თან კარში ძელის გავლით აღმოჩნდა.

მეორე ტაიმიც, დიდწილად დანიელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, განსაკუთრებით ბევრჯერ საჯარიმოს გარედან ურტყამდნენ და თანაც ძალიან სახიფათოდ. ერთი ფოდენმაც გაისროლა, მაგრამ ცოტათი არ გაუმართლა და ბურთი ძელს მოარტყა. საბოლოოდ გუნდებმა მოედანი საყაიმო ანგარიშით დატოვეს.

ინგლისელებს უკვე 4 ქულა აქვთ და კომფორტულ ვითარებაში არიან, დანიელებს კი ორი ფრის შემდეგ, დასკვნით ტურში, მებრძოლ სერბებთან მოუწევთ დაპირისპირება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading